საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის კომისიებმა 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი განიხილეს

10 October, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის კომისიებმა 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს.

ნორმატიული აქტის პროექტის მიხედვით, მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების მოტივია კავკასიონის ქუჩის მიმდებარედ სკვერის და გამწვანებული ტერიტორიის კეთილმოწყობის ღონისძიების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს განსახორციელებლად თანხის მობილიზება.

ორივე კომისიამ მხარი დაუჭირა, რომ დადგენილების პროექტი უცვლელი სახით გავიდეს ბიუროს სხდომაზე. 

Share page