საკრებულოს 27 ოქტომბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგი ცნობილია
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი უკვე ცნობილია, რომელიც ბიურომ დღეს დაამტკიცა.
წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი, რომელიც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს განსახორციელებლად, ასევე ახალგაზრდული და საგანმანათლებლო მიმართულებებით თანხის მობილიზებას ითვალისწინებს.
საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ ორ საკითხზე იმსჯელებენ.
წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომა 27 ოქტომბერს, 12 საათზე ჩაინიშნა.