Hot line : 0350 27 36 50 საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლევან ანდრიაშვილმა თელავის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა

9 November, 2022

2022 წლის თელავის საპატიო მოქალაქეები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა დააჯილდოვა.

თელავის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭათ:

ზურაბ ზაქარიაძე - მომღერალი, თელავის მუნიციპალიტეტში მუსიკალურ -საშემსრულებლო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;

მერი ზაალიშვილი, ჟურნალისტი- თელავის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი და კახეთის სამხარეო მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;

თემურ ხუნაშვილი -მსახიობი- თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;

ვენერა ფეიქრიშვილი , მსახიობი - თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;

გალინა ანისისმოვა , მუსიკოსი, პედაგოგი- თელავის მუნიციპალიტეტში სამუსიკო-საგანმანათლებლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;

ლიანა ლოლაძე , მეეზოვე- თელავის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური სიჯანსაღისა და კეთილმოწყობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;

დავით მრელაშვილი, ექიმი - თელავის მუნიციპალიტეტში სამედიცინო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;

როინ ჭიკაძე , პროფესორი - თელავის მუნიციპალიტეტში უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;

ჯემალ თუშურაშვილი, მოქანადაკე - თელავის მუნიციპალიტეტში ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის , კერძოდ, ქანდაკებისათვის „შენ ხარ ვენახი!“

ეთერ ჯიშკარიანი , ჟურნალისტი - თელავის მუნიციპალიტეტსა და , ზოგადად, ქართულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;

ლალი მუმლაური , პედაგოგი - თელავის მუნიციპალიტეტში

ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

,,ერეკლეობა 2022,, გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.

 

 

Share page