საკრებულოს ბიურომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად კომისიებსა და ფრაქციებს გადასცა

16 November, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ მერიის მიერ 15 ნოემბერს წარმოდგენილი 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი კომისიებსა და ფრაქციებს განსახილელად გადასცა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიღრმისეულად ვიმუშავოთ მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტზე. 2023 წლის ბიუჯეტი განსაზღვრავს ვართ თუ არა მზად ვუპასუხოთ ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმედოვნებ, რომ გვექნება ისეთ ბიუჯეტი, რომელიც მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს უპასუხებს“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა.

კომისიები და ფრაქციები მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტის პროექტს ათი დღის განმავლობაში განიხილავენ. წარმომადგენლობიტი ორგანო ბიუჯეტის პროექტს არა უგვიანეს 25 ნოემბრისა შენიშვნებითა და რეკომენდაციებით დაუბრუნებს მერს.

გარდა ამისა, ბიურომ მერიის მიერ ინიცირებული სამართლებრივი აქტების პროექტები განსახილველად კომისიებს გაუნაწილა.

 

Share page