ც ნ ო ბ ა - 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი

17 November, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაიწყო 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტის განხილვა. პროექტი განსახილველად წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა კომისიას და ფრაქციას გადაეცა. კომისიები და ფრაქციები მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტს განიხილავენ  შემდეგი გრაფიკით:

 

21 ნოემბერი:

სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა - 11 საათი.

სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა - 16 საათი.

 

22 ნოემბერი:

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა - 10 საათი.

სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა - 12 საათი.

 

24 ნოემბერი:

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა - 12 საათი.

ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სხდომა - 15 საათი.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ 2022 წლის 15 დეკემბრამდე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722. Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com ოფიციალური ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge)

Share page