საკრებულომ თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

21 November, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსთან შესაბამისობაზე იმსჯელა.

„კომისიას თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი და ტექნიკური ხასიათის შენიშვნები აქვს. ჩვენ შეივმუშავებთ რეკომენდაციებს, რომელიც ბიუროს წარედგინება“, - განაცხადა სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ბერძენაშვილმა.

ბიუჯეტის პროექტი 34 მილიონ 336 ათასი ლარით განისაზღვრება, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 7 მილიონი ლარით მეტია.

მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი მერიამ საკრებულოს ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, 15 ნოემბერს წარმოუდგინა. წარმომადგენლობითი ორგანო 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს ფრაქციებისა და კომისიების ერთობლივი რეკომენდაციებით მერიას არა უგვიანეს 25 ნოემბრისა უკან დაუბრუნებს.

გარდა ამისა,  სხდომაზე ფრაქციაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ განხორცილებული ცვლილებების გამო კომისიებში ფრაქციების და უფრაქციო წევრთა პერსონალური შემადგენლობა და ასევე საკრებულოს უფრაქციო წევრის, ივანე კირვალიძის განცხადებაც განიხილეს.

კომისიის წევრებმა საკრებულოს წევრის, გიგი გიგიტელაშვილის მიერ ინიცირებული ნორმატიული აქტის პროექტიზეც იმსჯელეს. კომისია მიიჩნევს, რომ პროექტში სამათლებრივი ხარვეზებია და რეკომენდაციით მიმართვს გიგი გიგიტელაშვილს, უახლოეს სხდომაზე სრულყოფილად წარმოადგინოს ნორმატიული აქტის პროექტი.

გარდა ამისა, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის, იმედა კევლიშვილის განცხადებაც, რომელიც მისი, როგორც დეპუტატის უფლებამოსილების შეზღუდვას ეხებოდა.

 

Share page