საკრებულოს ბიურომ კომისიებს პროექტები განსახილველად გადასცა

13 January, 2023

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ სამართლებრივი აქტების პროექტები განსახილველად კომისიებს გადასცა. 

 

კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-ახალგაზრდული პროგრამების დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტებს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ-საქმეთა კომისიის სხდომაზე განიხილავენ. 

 

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია იმსჯელებს სამართლებრივი აქტების პროექტებზე, რომლებიც ითვალისწინებს: 

• თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე უარის თქმას;

• თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციისთვის“ და „სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას;

• თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრას. 

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომისია მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტს განიხილავს. ამასთანავე სხდომაზე განსახილევლი საკითხი იქნება საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივ სარგოების დამტკიცების შესახებ წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილების პროექტი. 

 

2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე კი საფინანსო-საბიუჯეტო და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიები იმსჯელებენ. 

 

სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე კი განიხილავენ სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომლებიც გულისხმობს: 

• მერიისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებებს; 

• არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრას; 

• თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე უარის თქმას.

 

 

 

Share page