საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი განიხილა

17 January, 2023

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მხარი დაუჭირა 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს. 

მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების მიზანია ბიუჯეტში 2023 წლის 1 იანვრისათვის არსებული ნათშის ნაწილის ასახვა, რომლითაც დაფინანსდება სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიება, ბიუჯეტის გადასახდელებში გარდამავალი პროექტები და ვალდებულებები.

სხდომაზე ამასთანავე იმსჯელეს ნორმატიული აქტების პროექტებზე, რომლებიც გულისხნობს მერიის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივი სარგოებში ცვლილებებს და საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებას. 

ორივე დადგენილების მიღების საფუძველია საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონები, რომლის მიხედვითაც საჯარო სექტორში დასაქმებულთა საბაზო თანამდებობრივი სარგო 2022 წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა. 

საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნეს, რომ ნორმატიული აქტების პროექტები წარედგინოს ბიუროს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.

Share page