საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა

9 February, 2023

 

2023 წლის 16 თებერვალს, 12 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა ჩატარდება. სხდომაზე იმსჯელებენ მუნიციპალური ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფსა და შეღავათებში ცვლილებების პროექტზე. 

გარდა ამისა, კიდევ ერთი განსახილველი საკითხი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტი იქნება. 

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.

Share page