ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა
2023 წლის 24 მარტს, 10:30 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია სხდომას ჩაატარებს.
კომისიის წევრები თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტზე იმსჯელებენ.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.