9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა

10 April, 2023

9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ მეტრეველმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად 9 აპრილს გარდაცვლილთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დროს დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.

 

 

 

 

 

Share page