თელავში ტრენინგი ,,საგრანტო განაცხადის წერის ტექნიკა და ბიზნეს კონსულტაციის გაწევა,, ჩატარდა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა ტრენინგი - ,,საგრანტო განაცხადის წერის ტექნიკა და ბიზნეს კონსულტაციის გაწევა,,.
შეხვედრას ადგილობრივი მეწარმეები დაესწრნენ. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ საგრანტო განაცხადის წერის საფეხურებს და განივითარეს განაცხადის წერის ტექნიკური უნარ-ჩვევები.
ტრენინგი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, ,,თელავის ქალთა ოთახის" ორგანიზებით ჩატარდა.