ყვავიჭამია - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - ყვავიჭამიას (ყვავის საყდარი) დარბაზული ტიპის საყდარი მდებარეობს სოფელ გულგულის ჩრდილო-დასავლეთით, მაწანწრის ხევის პირას.
ეკლესია აგებულია რიყის ქვით, ხოლო ალაგ-ალაგ შირიმის გათლილი ქვებიცაა ჩართული. ინტერიერში მოხვედრა სამი მხრიდან არის შესაძლებელი.
1970-იან წლებში ეკლესიის ინტერიერი და მიმდებარე ტერიტორია ნაწილობრივ გაიწმინდა ღორღისა და ლამისგან.
ძეგლი დათარიღებულია IX - X საუკუნეებით.
#ემეგობრემემკვიდრეობას