გაიხსნა თელავის ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბიბლიოთეკა

1 May, 2023

ბიბლიოთეკა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა პატარებთან ერთად საზეიმოდ გახსნეს.

,,თელავის საბავშვო ბიბლიოთეკა 85 წელია ემსახურება პატარებს. ამ წლების განმავლობაში, არაერთი დაბრკოლება შეექმნა დაწესებულებას, თუმცა ბიბლიოთეკარების დაუღალავი შრომის შედეგად დღევანდელ შედეგამდე მოვიდა. აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 36 000 -მდე ეგზემპლარს მოიცავს და ყოველთვიურად დაახლოებით 200 ბავშვს ემსახურება.

მოგვიანებით ვულოცავ ყველა ბიბლიოთეკარს ქართული ბიბლიოთეკარის დღეს, გისურვებთ კიდევ დიდხანს ემსახუროთ თქვენს საყვარელ საქმეს.,, - განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად შეიცვალა შენობის სახურავი და გარე ფასადი, მოეწყო ეზო, დამონტაჟდა გარე განათების ახალი სისტემა.

მოეწყო შენობის შიდა ინტერიერი, ამოიცვალა კარ-ფანჯარა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამკითხველო დარბაზს და წიგნთსაცავს. ბიბლიოთეკის ახალი შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 258 554 ლარით დაფინანსდა.

 

Share page