კისისხევისა და თეთრიწყლების მოსახლეობას უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, ორ სოფელში - თეთრწყლებსა და კისისხევში სამედიცინო აქცია ჩატარდა.
მობილური ჯანდაცვის კაბინეტში მოსახლეობას უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდა. კვლევები მოიცავდა მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიას, კარდიოგრამას, თერაპევტის კონსულტაციას და სისხლში შაქრის დონის განსაზღვრას.
ჯამში, უფასო სამედიცინო გამოკვლევის პროგრამით 65 ადამიანმა ისარგებლა.