საკრებულოს ბიურომ სამართლებრივი აქტების პროექტები განსახილველად კომისიებს გადასცა

16 May, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო მდგრადი განვითარების მიზნების თელავის მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტის განხილვას იწყებს. დღეს ბიურომ აღნიშნული პროექტი განსახილევლად ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას გადასცა. 

აღნუშნული კომისია ასევე განიხილავს „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი (CESL)“ პროგრამის ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ გამოცხადებულ საპროექტო იდეების კონკურსზე განსახილველად წარდგენილი თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომელზეც სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიაც იმსჯელებს.

ინფრასტრუქტურის კომისია ამასთანავე განიხილავს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ ცვლილების პროექტს.

სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები იქნება  მუნიციპალური ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფსა და შეღავათებში და ასევე მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესში ცვლილებების პროექტი.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისია იმსჯელებს 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე.

სოიალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე კი მთავარი განსხაილველი საკითხი კულტურულ-საგანმანათლებლო მუნიციპალურ პროგრამაში ცვლილების პროექტი იქნება.

 

 

Share page