ფშაველში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ფშაველში, ე.წ. ,,ბანაკის უბანში,, 640 მეტრის სიგრძის შიდა საუბნო გზაზე ასფალტის ახალი საფარი იგება.
სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოეწყო სანიაღვრე არხები, დაგეგმილია ეზოებში შესასვლელების მოასფალტება.
ბიუჯეტი: 420 673
შემსრულებელი კომპანია: შპს ,,იმედი დიდუბე,,