თელავში ,,ოთარ ოთარაშვილის სახელობის ისტორიული ავტომობილების ფესტივალი 2023" ჩატარდა

22 May, 2023

თელავის ცენტრალურ მოედანზე ,,ოთარ ოთარაშვილის სახელობის ისტორიული ავტომობილების ფესტივალი 2023" ჩატარდა.

ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან 100-ზე მეტმა ავტო კოლექციონერმა და ავტო ინჟინერ რესტავრატორმა, ასევე თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ისტორიული ავტომობილების მფლობელმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო როგორც ამერიკული ისტორიული ავტომობილები, ასევე ევროპული, ყოფილ საბჭოთა კავშირში წარმოებული და ე.წ. "ჰენდ მეიდი" ავტომობილები, ასევე ისტორიული და კლასიკური დიზაინის მქონე მოტოციკლები.

ფესტივალის დასასრულს გამარჯვებული ავტომფლობელები გამოვლინდნენ.

გამარჯვებულებს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა ნარსიამ და დამფუძნებელმა დავით ჭავჭანიძემ, თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის პრეზიდენტმა ოთარ მდივნიშვილმა, ასევე ოთარ ოთარაშვილის ოჯახის წევრებმა მისი სახელობის თასი და საჩუქრები გადასცეს.

ფესტივალი საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის მხარდაჭერით გაიმართა.

 

Share page