თელავში, ლეონიძის ქუჩიდან აღდგომის სახელობის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აღდგენილია
თელავში, ლეონიძის ქუჩიდან აღდგომის სახელობის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე დიდი ოდენობით მოსულმა ნიაღვარმა სანიაღვრე არხის დაზიანება გამოიწვია.
ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები. გაწმენდილია სანიაღვრე არხები, ტერიტორია გასუფთავებულია ქვა-ღორღისგან, გადაადგილება თავისუფალია.