თელავში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

29 September, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან ერთად საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი მეძმარიაშვილს და კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სპორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

,,სპორტის ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. რამდენიმე დღის წინ გავხსენით უნივერსიტეტის მიმდებარედ ახალი სპორტული კომპლექსი და რეკრეაციული სივრცე. დასრულების ეტაპზეა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაციის პროცესი. მიმდინარეობს ახალი სტადიონის მშენებლობის სამუშაოები და კიდევ არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი აღნიშნული მიმართულებით. ჩვენთვის, ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში.,, - აღნიშნა ლევან ანდრიაშვილმა.

 

 

 

 

 

Share page