სათადარიგო ფეხბურთის მოედანზე ბალახის საფარის დაგება დაიწყო

18 December, 2023

გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო მოედანის მიმდებარედ არსებული სათადარიგო ფეხბურთის მოედანზე ბალახის საფარის დაგება დაიწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე ეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბუნებრივსაფარიანი სტადიონი და ტრიბუნები, შემოიღობა მოედანი, აშენდა გასახდელები და სველი წერტილი.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 649 473 ლარს შეადგენს, ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

 

 

 

Share page