ფშაველში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება
ფშაველში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.
ჯამში, სამუშაოები ოთხ სოფელში: ფშაველში, ლალისყურში, სანიორესა და ნაფარეულში მიმდინარეობს.
დასრულების ეტაპზეა 170 საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია, სამუშაოები მიმდინარეობს 25 საცხოვრებელ სახლზე.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის ბიუჯეტიდან ჯამში 3.5 მლნ ლარია გამოყოფილი.