"სოფლის მხარდაჭერის" პროგრამა თელავის მუნიციპალიტეტში

20 February, 2024

თელავის მუნიციპალიტეტში 2024 წლის „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის შეხვედრები დასრულდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სოფლების მოსახლეობის შეხვედრა, პროგრამის ფარგლებში,  ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

1 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით, შეხვედრები თელავის მუნიციპალიეტეტის 29 სოფლის მაცხოვრებლებთან გაიმართა. კრებებზე მოსახლეობამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთად იმსჯელეს იმ მიმდინარე საკითხებსა და საჭიროებებზე, რომლებიც პროგრამის დახმარებით უნდა მოწესრიგდეს და გადაიჭრას.

კრებებზე დასახელებული საკითხების მოგვარებისათვის, თელავის მუნიციპალიტეტში, ჯამურად 956 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხა უმეტესწილად შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების, გარე განათებისა და სკვერების მოწყობის, შემოღობვის, მინი სპოტრული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს მოხმარდება.

აღნასიშნავია, რომ პროექტების  ეფექტურად განხორციელების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერია პროგრამის 100%-იანი თანადამფინანსებელია, რაც ბიუჯეტს აორმაგებს და პროგრამას მეტად შედეგზე ორიენტირებულს ხდის.

 

 

Share page