იურიდიულ საკითხთა კომისიამ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელა

20 February, 2024

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ დადგენილების პროექტზე.

პროექტის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იგივე რჩება და ანალოგიურია 2023 წელს განსაზღვრული ფასისა. 

კომისიის წევრებმა ამასთანავე განიხილეს ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N 27 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავებისსახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

სხდომაზე აგრეთვე განსახილველი საკითხი იყო თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილების პროექტი.

 

Share page