სამი კომისიის გაერთიანებული სხდომა

12 March, 2024

2024 წლის 19 მარტს, 12 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. 

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დღის წესრიგი

  • თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის
    რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომის დღის წესრიგი

  • თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №10 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
  • საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ

სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომის დღის წესრიგი

  • თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №10 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;
  • თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის 
    რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა; და შეღავათების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
  • თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ;
  • თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ  „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრისთვის“ 
    პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

 

Share page