ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა
2024 წლის 18 მარტს, 14 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება. კომისია განიხილავს სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს:
- თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას;
- თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.