საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა

17 April, 2024

 

სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ მხარი დაუჭირა სამართლებრივი აქტის პროექტს, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალისგან გრანტის მიღებაზე მერისათვის თელავის მუნიციპალიტეტის სახელით თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.   

პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის გამოცხადდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვის საგრანტო კონკურსი, სადაც სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად შეირჩა თელავის მუნიციპალიტეტიც.

4 წლიანი პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონებში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობაა, რომელსაც გრანტების გამოყოფის, ტრენინგების ჩატარების, შემოქმედებითი სივრცეების შექმნისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებით განახორციელებს.

Share page