ეროვნული სამოსის დღე თელავში

18 May, 2024

ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, დღეს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში, ქართული ისტორიული კოსტიუმებისა და აქსესუარების გამოფენა გაიმართა. 

შეკრებილ საზოგადოებას, რომელთა შორისაც თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც იყვნენ, “სამოსელი პირველის” დამფუძნებელმა, ლუარსაბ ტოგონიძემ ისტორიული კოსტიუმების, სამოსის ორნამენტების, აქსესუარებისა და მათი წარმოშობის შესახებ, ინფორმაცია გაუზიარა. 

ღონისძიების ფარგლებში ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს თელავის მუნიციპალიტეტის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლისა და სკოლა-სტუდია “სოლეის” მოსწავლეებმა.

 

Share page