ანიმაციური ფესტივალი "ექო-თოფუზი" თელავში
თელავში ანიმაციური ფესტივალი “ექო-თოფუზი 2024” გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც თელავის ელენე ახვლედიანის სახელობისა და ნაფარეულის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების შექმნილი ანიმაციების ჩვენება გაიმართა.
ჩვენთვის სასიხარულოა, რომ აღნიშნულ სამხატვრო სკოლებში არსებობს ანიმაციური სტუდიები, რომლებიც მსურველ მოსწავლეებს ანიმაციის შექმნის და ამ სფეროში მუშაობის შესწავლის საშუალებას აძლევს.
ფესტივალი ხვალ სოფელ ყარაჯალის საბავშვო ბაღს 12:00, 14:00 კი კისისხევის კულტურის სახლს ეწვევა.