საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თელავში

22 May, 2024

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, თელავში, ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

 

პროგრამა:

13:00-19:30 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

13:00-19:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

13:00-19:00 ავიაციის სივრცე: შემეცნებითი და საბავშვო აქტივობები, საგამოფენო სივრცეები;

13:00/15:30/17:15 გიგანტური თოჯინა-პეტრე ოცხელის „მფრინავი“ და მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა;

13:00-18:00 საბავშვო გასართობი აქტივობები: ანიმატორები, ზღაპრის გმირები, შემეცნებითი აქტივობები, კონკურსები;

13:00-19:30 კვებისა და ტკბილეულის სივრცე;

13:00-19:30 საგამოფენო სივრცე - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;

13:30/14:10/16:00/17:35 DJ Roy Fitz;

14:00 თელავის დამეგობრებული ქალაქის, ბიბერახის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხალისე მეხანძრეთა ორკესტრი & ქართველი მოსიარულე დრამერების ერთობლივი პერფორმანსი;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლება - „თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა კამერული გუნდი“ და ანსამბლი „მართვე“;

18:00-19:30 ბენდი „მიქსტურა“.

 

#26მაისი #ესდღეჩვენია

 

Share page