ისტორიული ავტომობილების გამოფენა თელავში
თელავში ისტორიული ავტომობილების, მოტოციკლებისა და საფრენი აპარატების გამოფენა გაიმართა. ფესტივალს, საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის, „პორშე კლუბ საქართველოსა“, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის მხარდაჭერით, თელავმა უკვე მესამედ უმასპინძლა.
ფესტივალი ოთარ ოთარაშვილის სახელს ატარებს, რომელიც ისტორიული ავტომობილების ასოციაციის წევრი იყო.
ფესტივალის დასასრულს ჟიურიმ სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ავტომობილები, საფრენი აპარატი და მოტოციკლები გამოავლინა, რომელთა მფლობელებიც პარტნიორმა ორგანიზაციებმა სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვეს.
ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი “Cover City” და DJ აფორმებდა.