თელავში სოლომონ გოშაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

24 June, 2024

თელავში, სოლომონ გოშაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ქუჩის სრულ სიგრძეზე, რომელიც 872 მეტრს შეადგენს, ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დაგებულია.

საპროექტო მისამართზე, სამუშაოების მიმდინარეობას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

 

Share page