თელავში ვანო სარაჯიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
თელავში, ვანო სარაჯიშვილის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები დასრულდა.
ქუჩის სრულ, 320 მ სიგრძეზე, ორფენიანი ასფალტის საფარის დაგების გარდა, მოწესრიგდა გზის ფეხით სავალი ნაწილი და ეზოებში შესასვლელები.
პროექტის ჯამური ღირებულება 251 250 ლარს შეადგენს.