საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი სოფელ წინანდალში
თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამუშაოები პარალელურ რეჟიმში 22 სხვადასხვა ქუჩასა და შიდა საუბნო გზაზე მიმდინარეობს.
წინანდალში 23-ე ქუჩის ნაწილისა და 34-ე ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 832მ სიგრძის გზაზე ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო.
უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა, შეცვლილია წყლის მილსადენები.
სამუშაოების მიმდინარეობას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ.
წინანდალში 2024 წელს ორი საგზაო პროექტი განხორციელდა და ჯამურად 1,3კმ სიგრძის გზა მოასფალტდა.