მაჩაბლის ქუჩის რეაბილიტაცია თელავში

23 August, 2024

თელავში მაჩაბლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საპროექტო მონაკვეთის სრულ სიგრძეზე, რომელიც 430 მეტრს შეადგენს, ორფენიანი ასფალტის საფარი დაეგება. მოწყობილია ტროტუარი და სანიაღვრე სისტემა. პროექტის ღირებულება, რომელიც 257 900 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

აღმოსავლეთ თელავის ნაწილში, მაჩაბლის ქუჩის მიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ბესიკის, ზაქარიაძისა და ახმეტელის ქუჩებზე. ასფალტის საფარის მოწყობა დასრულებულია ჯორჯაძის ქუჩასა და მშვიდობისა და მაჩაბლის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე.

სამუშაოების მიმდინარეობას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გაეცნენ.

 

 

Share page