საკრებულომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სააგიტაციო მასალების განთავსების მიზნით ადგილები განსაზღვრა

4 September, 2024

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სააგიტაციო მასალების განთავსების მიზნით ადგილები  განსაზღვრა.

  • წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულებით, სააგიტაციო მასალის გასაკრავად (გამოსაფენად) განისაღვრა შემდეგი ადგილები:
  •  სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების კაპიტალური მესერი;
  • სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა-ნაგებობების კაპიტალური მესერი, გარდა მათი ადმინისტრაციული შენობებისა, აგრეთვე, მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა-ნაგებობები და მათი კაპიტალური მესერი;
  • სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსებული ღამის განათების ბოძებზე ან სხვა ბოძებზე - სამი მეტრის სიმაღლემდე დაშვებით, მაგრამ ბოძზე დამონტაჟებულ კვანძებთან, სადენებთან და სხვა ელ-მოწყობილობებთან არაუმეტეს ერთი მეტრის სიახლოვისა.

ამ განკარგულებით განსაზღვრული ადგილების გარდა, სააგიტაციო მასალის გამოიფინა შესაძლებელია შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.

განკარგულების მიხედვით, სააგიტაციო მასალების გაკვრა აკრძალულია საკულტო და კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში.

Share page