სოფელ ყარაჯალაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ყარაჯალაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
305მ სიგრძის გზაზე ასფალტის საფარი ეგება. მოწყობილია სანიაღვრე სისტემა.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 175 000 ლარი გამოიყო.
სამუშაოების მიმდინარეობას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.