სოფელ ლეჩურში გაზიფიცირების პროექტი განხორციელდა

9 October, 2024

სოფელ ლეჩურში გაზიფიცირების პროექტი განხორციელდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 335 462 ლარით დაფინანსდა.

პროექტი გასულ წელს დაიწყო და თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა უზრუნველყო.

სოფელში შიდა დაქსელვის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შპს „თელავგაზი“ ახორციელებს.

ლეჩურში მაცხოვრებელი 110 ოჯახიდან, 50 აბონენტი უკვე გაზიფიცირებულია, ხოლო ზამთრის დადგომამდე ბუნებრივი აირი ყველა აღრიცხულ აბონენტამდე მივა. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას აბონენტად აყვანის ღირებულების გადახდა 17 თვიანი განვადებით შეუძლიათ.

Share page