სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობა

4 November, 2024

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ წინანდალში, ნასამხრალსა და გულგულაში სკვერების მშენებლობა მიმდინარეობს.

მოსასვენებელ სივრცეებთან ერთად, სკვერებში საბავშვო გასართობი ატრაქციონები და ფანჩატურები განთავსდება.

თითოეულ სოფელში სკვერის მოსაწყობად 40 000 ლარია გამოყოფილი, რაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან ერთად, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებასაც მოიცავს.

 

Share page