თბილისის გზატკეცილზე მდებარე კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია

21 November, 2024

თელავში, თბილისის გზატკეცილზე მდებარე N26, N28 და N30 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და ამ მისამართებთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სანიაღვრე არხების სისტემის მოწყობისა და მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებისთანავე მოასფალტების სამუშაოები დაიწყება.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 486 850 ლარით ფინანსდება.

Share page