თეთრიწყლები

თეთრიწყლების ადმინისტრაციული ერთეული

თეთრიწყლების ტერიტორიული ორგანო მდებარეობს თელავის დასავლეთით, თელივი-გომბორი-თბილისის მაგისტრალზე, თელავიდან 20 კილომეტრში. თეთრწყლები გაშენებულია ზღვის დონიდან 1300-1500 მეტრზე. ტერიტორია შეადგენს 25 კვ.კმ-ს. მოსახლეობა 100 კომლი. თეთრიწყლების ადმინისტრაციულ ერთეულში შედის სოფლები: თეთრიწყლები, კობაძე, ნადიკვარი, სეროდანი და პანტიანი. სოფლის სახელწოდება "თეთრიწყლები" წარმოსდგება აქ არსებული გოგირდიანი წყლებიდან, რომლებიც გარშემო თეთრ ნალექს იკეთებენ. აქ ადრე ფუნქციონირებდა გოგირდის აბანო, რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ამჟამად სოფელში არის ორი დაბურღული გოგირდის წყარო, რომელთაგან ერთი გოგირდის მაღალი შემცველობით გამოირჩევა.

მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო მესაქონლეობაა - უმთავრესად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება. სოფელს აქვს რეკრეციული პოტენციალი. არის დასასვენებელი კოტეჯები, რომელთაც ამ დროისთვის ერთდროულად 60 დამსვენებლის მიღება შეუძლია. გომბორის უღელტეხილიდან ჩანს როგორც შიდა კახეთი და კავკასიონი, ასევე თბილისი და სამხრეთ საქართველოს მთიანეთი.
ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია ამინდასტურის ეკლესია და რამდენიმე ნაეკლესიარი. ამჟამად მიმდინარეობს 300 არაგველის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. სოფლის მახლობლად არის 50 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი.

 

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში


ბერდია არაბული

მობ: 591756059
E-mail: tetrwylebi.telavi@gmail.com

 

სპეციალისტები

  • მგელა ყორიაული - მობ: 599-34-52-12


გადიდებული რუკის ნახვა

Share page