კურდღელაური

კურდღელაურის ადმინისტრაციული ერთეული

კურდღელაური მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 530 მეტრზე. თელავიდან დაშორებულია 3 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3962 ადამიანი. 

გადმოცემის თანახმად, სოფელი ადრე უფრო სამხრეთით, ალაზნის პირას ყოფილა განლაგებული. მტერთა შემოსევების გამო, მოსახლეობა თელავთან ახლოს გადასახლებულა. ამ მიდამოებში უამრავი კურდღელი ბინადრობდა, ამიტომ სოფლისათვის კურდღელაური დაურქმევიათ. დრომ შემოინახა ამ სოფლის პირველი სახელი “ბოხვერაული” ან “ფოხვერაული”. ეს სახელწოდება ოდნავი ცვლილებით დღესაც იხსენიება ადგილმდებარეობის, სახნავ-სათესი მიწების ნაწილის აღსანიშნავად. საკმაოდ ვრცელ, ნაყოფიერ მიწას ბოხვერაულს ეძახიან. ნასახლარების კვალი ამჩნევია ოდესღაც ძლიერ ნასოფლარს, რომელიც მტერთა შემოსევებისაგან დანგრეული და მოსპობილია.
სოფელს მრავალი მოსახლე ჰყოლია, რასაც მოწმობს სოფლის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების და ეკლესია-სამლოცველოების სიმრავლე.

ბოჭორიძეების უბანში მდებარეობს ღვთისმშობლის სამნავიანი ბაზილიკა. ეს ძველისძველი ტაძარია რომლის დათარიღებაც თამამდ შეიძლება მე-9 საუკუნემდე. მსახურებას აღავლენდა სამღვდელო პირი-პეტრე მღვდელი (იმერლიშვილი), რომელიც ტაძართან ახლოს, მის დასავლეთით ყოფილა დაკძალული. 





კურდღელაურის სასაფლაოსთან მდებარეობს ღვთისმშობლის პატარა ეკლესია. ტაძარი ნაგებია ტიპიური კახური წყობით - რიყის ქვითა და დუღაბებით, რომელიც მე-18 საუკუნისათვის დამახასიათებელი ნიშნებით გამოირჩევა. კუთხეებში გამოყენებულია გათლილი შირიმის კვადრატებიც. 

დღესაც მოქმედია კავთის წმინდა გიორგის ეკლესია. ადამიანებს, რომლებიც გორის რაიონის სოფელი კავთისხევიდან ჩამოსახლებულან, თან ჩამოუტანიათ ნიში. შემდეგ აუგიათ ეკლესია კავთის ეკლესიის სახელწოდებით.

"წმინდა სტეფანე" პატარა ეკლესიაა. მისის აგების თარიღის შესახებ არავითარი ცნობები არ მოიპოვება. თუმცა გადმოცემით ამ ეკლესიაში შესვლა ქალებს ეკრძალებოდათ. ეს ტრადიცია მე-20 საუკუნემდე გრძელდებოდა.

სოფელში არის კვირაცხოვლის, მთავარანგელოზის და იოანე ნათლისმცემლის ეკლესია-სამლოცველოები. 

სოფელი ყოველი წლის ივლისის თვეში აღნიშნავს "კავთობის" რელიგიურ დღესასწაულს.

 

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

 

ვაჟა ლეშკაშელი

მობ: 599 50 73 10
E-mail: kurdgelauri.telavi@gmail.com
სპეციალისტი
  • ზურაბი ბურდულაძე - მობ: 577 95 19 33
  • ნინო ბაღათრიშვილი - მობ: 595 91 99 78
  • გიორგი კევლიშვილი - მობ:595 15 19 18



გადიდებული რუკის ნახვა

Share page