ლალისყური

ლალისყურის ადმინისტრაციული ერთეული

ლალისყური მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე სტორის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 440 მეტრზე. თელავიდან დაშორებულია 33 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 499 ადამიანი. 

სოფელი ლალისყური დაარსდა XII საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, კახეთში მოგზაურობის დროს თამარ მეფეს ამ სოფელში ლალისთვლიანი საყურე დაუკარგავს, საიდანაც მომდინარეობს სოფლის სახელი - "ლალისყური".

სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ბევრი ისტორიული ძეგლი, საიდანაც აღსანიშნავია - წყაროსთავის წმიდა გიორგი, ანტონ დიდის ეკლესია, წმინდა თამარის ეკლესია, იოანე მახარობელი და წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. დღემდე შემორჩენილია ჩოლოყაშვილების ციხე-სიმაგრე და კარის ეკლესია.  XX საუკუნის დასაწყისში მთიდან ჩამოსახლება დაიწყეს თუშებმა, რომლებიც ამჟამად სოფლის მოსახლეობის უმრეავლესობას წარმოადგენენ.
ლალისყურში ცხოვრობდნენ თავადები ჩოლოყაშვილები და როსტომაშვილები, დღემდეა შემორჩენილი ჩოლოყაშვილების ციხე-სიმაგრე და კარის ეკლესია რომელსაც წმ. ნიკოლოზის ეკლესიას უწოდებენ. 

სოფელი ცნობილია მეცხვარეობით. განთქმულია დები ქოთილაიძეების მიერ წარმოებული ქართული თექა, ნაბდები და ფარდაგები.
არის ხე-ტყის მცირე რესურსი და სახნავ-სათესი სავარგულები, ფუნქციონირებს საბავშო ბაღი და დაწყებითი სკოლა.
ლალისყურში ყოველი წლის 30 იანვარს  აღინიშნება ""ანტანჯვარობის" დღესასწაული, ხოლო 2 აგვისტოს "ელიაობა".

 

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

 

ნიკა გაწირიძე

მობ:  551 02 29 02
E-mail: lalisyuri.telavi@gmail.com

 

 

სპეციალისტი

მარიამ თათრულაიძე

  • 577-65-43-96



გადიდებული რუკის ნახვა

Share page