ნასამხრალი

ნასამხრალის ადმინისტრაციული ერთეული

ნასამხრალი მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 600 მეტრზე.  თელავიდან  დაშორებულია 1,5 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 576 ადამიანი.

სოფელი განლაგებულია საავტომობილო და სარკინიგზო ხაზების გასწვრივ, თუმცა ნასამხრალი ადრეულ პერიოდში უფრო ქვემოთ, ჩრდილოეთისკენ მდებარეობდა. მოსახლეობა აქ გვიანი შუა საუკუნეების დროს უნდა დასახლებულიყო, დაახლოებით XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში. ეს ის პერიოდია, როცა შაჰ-აბასის რამდენიმე ლაშქრობის შედეგად, თითქმის დაცარიელდა კახეთი და მთიდან ინტენსიურად დაიწყო მთიელ ქართველთა ჩამოსახლება. ამ პერიოდს "ფშაურ კოლონიზაციადაც" მოიხსენიებენ. სწორედ ამიტომ ნასამხრალშიც მთის მოსახლეობა ჭარბობდა. მეფე ერეკლე მეორის დროინდელი ყმათა სიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სოფელი საკმაოდ დიდი უნდა ყოფილიყო. მოხსენიებულია გვარები, რომელიც საერთოდ აღარ არსებობს. აქ უცხოვრიათ დიდი რაოდენობით ხარატიშვილებს, ჯომარდიშვილებს, ჭიჭიაშვილებს და სხვ. ასევე დასავლეთ საქართელოს წარმომადგენლებს, მაგალითად ჭიაურელებს. დღეის მდგომარეობით, სოფელში ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარებია: ბაღათრიშვილი და ურჩუხიშვილი, ასევე ტეტიაშვილი, ხატიაშვილი, მტირალაშვილი, შოშიკელაშვილი და სხვ.
გადმოცემის მიხედვით სოფელში არაერთ კოლორიტულ პიროვნებას უცხოვრია. გოლიათური აღნაგობის ნინიას, ზედმეტსახელებით მოხსენიებულ ბეჭდაუდებელ ფალავნებს: ძუგარას, ჭრიას, კვანჭილას, გუთნისდედას და მომღერალ ლაზარეს. მელექსე სოსიას, ქართული ტრადიციების დიდ მოამაგეს “პურმარილის ღმერთად” წოდებულ კიკოლიკას და ა.შ.
ასდრეულ და გვიანი შუა საუკუნეების პერიოდებს განეკუთვნება ნასამხრალში არსებული დედა ღვთისმშობლის, მაცხოვრის, წმინდა გიორგის და კვირიკეს სახელობის ეკლესიები და სამლოცველოები.
ძირითადი სამეურნეო დარგებია მევენახეობა და მემინდვრეობა. 
სოფლის მოსახლეობა ყოველი წლის 6 მაისს აღნიშნავს გიორგობის რელიგიურ დღესასწაულს.

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

 

ნიკოლოზ ბაღათრიშვილი
 

მობ: 599 857754
E-mail: nasamxrali.telavi@gmail.com

 

სპეციალისტი

 

  • შორენა გრემელაშვილი - მობ: 599 23 18 24



გადიდებული რუკის ნახვა

Share page