მრავალშვილიანი ოჯახებისთვის

მრავალშვილიან ოჯახებში, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და ფაქტობრივად ცხოვრობენ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც 18 წლამდე 4 და მეტი ბავშვია, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად გაიცეს ფინანსური დახმარება 30 ლარის ოდენობით.

ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა.ა) ერთ-ერთი მშობლის განცხადება; ა.ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

ა.დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ა.ე) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

 

დადგენილება N3

 

 

 

Share page