ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მიმართულებით მუნიციპალური პროგრამების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინაცია.
  • მუნიციპალიტეტში დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად, მოსახლეობისათვის სოციალური დახმარებებისა და შეღავათების გაწევა.
  • განსახორციელებელი პროგრამების უზრუნველსაყოფად კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა დაწესებულებებთან და იურიდიულ პირებთან.
  • მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით წინადადებების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში და მათი რეგისტრაცია-აღრიცხვა.
  • სოციალურად დაუცველ პირთა, აგრეთვე ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარების შემოღების თაობაზე რეკომენდაციების მომზადება.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრაცია-აღრიცხვა და დახმარება მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის.
  • ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან კოორდინირებული მუშაობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ჯანდაცვის ობიექტებთან თანამშრომლობა სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში.
  • საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული  ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.
  • საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
  • ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება.
  • „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა.
  • ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
  • არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია.
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა.
  • ბავშვის უფლებების დაცვის  პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა. http://www.matsne.gov.ge 01025002035163016518
  • ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება.
  • მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სტრუქტურაში შედის ორი განყოფილება:

იხილეთ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულება 

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი

გიორგი ენუქიძე

საკონტაქტო ინფორმაცია

✆ -  599 933213

     0 (350)  27 33 03

✉ - giorgienukidze@telavi.gov.ge

სამუშაო გამოცდილება

11/2017-დღემდე - “თელავის მუნიციპალიტეტის მერია” - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი;
01/2015-11/2017 - თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერია” - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;
08/2014 – 01/2015 - თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერია” - საფინანსო სამსახურის უფროსი;
08/2013-08/2014 - სს „თბილავიამშენი“ - რეგიონალური წარმომადგენელი;
04/2012 -06/2013 - შპს „გაერთიანებული საფინანსო ორგანიზაცია“ -სავალუტო გარიგებების კოორდინატორი/დილერი;
08/2011 - 04/2012 - კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი - ს.ს. „კორ სტანდარტ ბანკი“;
05/2010 - 08/2011 - კახეთის რეგიონალური კორპორატიული ბანკირი - ს.ს. „ლიბერთი ბანკი“;
04/2009 – 05/2010წწ. - მთავარი ბუღალტერი/ფინანსური დირექტორი - ”ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია” GWS (Pernod Ricard Group);
02/2008 – 10/2008 წწ. - სერვის-ცენტრის მმართველი - “საქართველოს ბანკი” - №102 კახეთის რეგიონალური სერვის-ცენტრი. (ამავდროულად - რეგიონალური თრეიდერი, ბექ-ოფისის მენეჯერი.)
03/2008 – 12/2008 წწ - რეგიონალური თრეიდერი (ხაზინის დეპ.)/ “საქართველოს ბანკი”-ს კახეთის მომსახურე საინკასაციო ჯგუფის ხელმძღვანელი;
09/2006 – 12/2008წწ. - ბექ-ოფისის მენეჯერი (სერვის მენეჯერის ფუნქციების შეთავსებით) – “საქართველოს ბანკი” - №102 კახეთის რეგიონალური სერვის-ცენტრი;
11/2004 – 08/2006წწ. - მმართველის მოადგილე – ”ბაზისბანკი” ქ.თელავის სერვის-ცენტრი;
06/2004 – 11/2004წწ. - უფროსი მოლარე - ”ბაზისბანკი” ქ.თელავის სერვის-ცენტრი;
04/2003 – 06/2004წწ. - ფრონტ-ოფისის ოპერაციონისტი - ”ბაზისბანკი” ქ.თელავის სერვის-ცენტრი.

სამსახურის განყოფილებები

 

ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება

 

განყოფილების უფროსი

ეკატერინე მიქელაძე

✆ -  599 934893

✉ - ekaterine.mikeladze@telavi.gov.ge 

ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებაში დასაქმებულია 1 უფროსი სპეციალისტი, 1 უმცროსი სპეციალისტი 

 

ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება 

განყოფილების უფროსი

თამარ სიდამონიძე

✆ -  598 848444

✉ - tamar.sidamonidze@telavi.gov.ge

ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებაში დასაქმებულია 1 უფროსი სპეციალისტი, 1 უმცროსი სპეციალისტი 

 

სოციალურ საკითხთა განყოფილება

განყოფილების უფროსი

თამარ დემურაშვილი

✆ -  577 53 88 12

✉ - 

ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებაში დასაქმებულია 1 უფროსი სპეციალისტი, 1 უმცროსი სპეციალისტი

Share page