ცხელი ხაზი : +995(350)273106

სოციალურ საკითხთა განყოფილება

სოციალურ საკითხთა განყოფილება უზრუნველყოფს:
  • თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სოციალური მომსახურების ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობას;
  • სოციალურ საკითხთა სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობა-ორგანიზებას;
  • სოციალურ საკითხთა სფეროში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციიდან სტატისტიკური მონაცემების მიღება-დამუშავებას;
  • სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
  • მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით წინადადების მომზადებას კომპეტენციის ფარგლებში და მათ რეგისტრაცია-აღრიცხვას;
  • რეკომენდაციების მომზადებას სოციალურად დაუცველ პირთა, აგრეთვე ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების შემოღების თაობაზე;

სოციალურ საკითხთა განყოფილება შედის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დაქვემდებარებაში.

სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი


ანა ასაბაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია

✆ - 595 91 93 70

გააზიარე