იურიდიული სამსახური

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ფუნქციებია:

  • ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოებული და საკრებულოში სამართლებრივი აქტების პროექტებისსამართლებრივ ექსპერტიზას და საბოლოო რედაქციით შემუშავებას .
  • შესაბამისი დავალების შემთხვევაში ახორციელებს მერის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან , კერძო დასაჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს ( მათ შორის ამ ორგანოთა სხდომებზე , თათბირებზე და ა .შ.);
  • უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებას მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე , ასევე მერიისთანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე ;
  • განიხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს , ითანხმებს მათისაქართველოს კანონმდებლობასთან და მერიის , როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის , სამართლებრივ ინტერესთანშესაბამისობის საკითხს ;
  • შეისწავლის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს , მოსაზრებებს და შესაბამისი რეაგირებისათვისწინადადებებს წარუდგენს მერს ;
  • განიხილავს მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრებს ;
  • ახორციელებს კონტროლს გარე რეკლამის განთავსების , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების ,გარე ვაჭრობის წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი არსებულ წესებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ;
  • ახორციელებს უკანონო , უსახური და ამორტიზებული ჯიხურების , მანქანა -დანადგარების , დახლების , სარეკლამო ,სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების , დაფების , ფირნიშების , აბრების , აფიშების , პლაკატებისა და სხვა სარეკლამოატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების ზედამხედველობას , მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებებსუზრუნველყოფს ;
  • ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა -ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობასსაპროექტო -ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან , ორგანიზაციულ -სამართლებრივი წესრიგისუზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე , კანონით დადგენილი წესით ;
  • ახორციელებს არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების ზედამხედველობას ,ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ანდა დემონტაჟის , სამართალდამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზეგადაწყვეტილების მიღებას ;
  • უზრუნველყოფს გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის განთავსების რეგულირებას ;
  • უზრუნველყოფს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლით გათვალისწინებულიადგილობრივი თვითმმართველობის ქვემდებარე სამართალდარღვევების გამოვლენას , ადმინისტრაციულისამართალდარღვევათა ოქმის შედგენას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას , კომპეტენციის ფარგლებში ;
  • უზრუნველყოფს საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენას ,ოქმის შედგენას და რეაგირება ს კომპეტენციის ფარგლებში ;
  • ახორციელებს ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღებისათვის საჭირო ღონისძიებებს ;
  • ახორციელებს სამსახურისათვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს .

იურიდიული სამსახურის სტრუქტურაში შედის სამი განყოფილება:

სამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ დებულებაში

იურიდიული სამსახურის უფროსის უფროსი

 

ანა ფეიქრიშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია

✆ -  599 50 65 42
✉ -  ana.peiqrishvili@telavi.gov.ge

სამუშაო გამოცდილება

იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, თელავის მუნიციპალიტეტის მერია, 10.2022-დან - დღემდე 

იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი, თელავის მუნიციპალიტეტის მერია, 08.2014 - 10.2022

სამსახურის განყოფილებები

სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება

განყოფილების უფროსი

ელენე ფროდეული

✆ -  557 400948
✉ - elene.prodeuli@telavi.gov.ge
განყოფილებეში დასაქმებულია 4 უფროსი სპეციალისტი.

ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება

განყოფილების უფროსი

ალექსი აგურაშვილი

✆ -  577 215009
✉ - aleksi.agurashvili@telavi.gov.ge
განყოფილებეში დასაქმებულია 3 უფროსი სპეციალისტი, 3 უმცროსი სპეციალისტი.

ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება

განყოფილების უფროსი

ვახტანგ გაგნიძე

✆ -  599 131213
✉ - vakhtang.gagnidze@telavi.gov.ge
განყოფილებეში დასაქმებულია 3 უფროსი სპეციალისტი, 3 უმცროსი სპეციალისტი.

Share page