მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება
მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება შედის ადმინისტრაციული სამსახურის დაქვემდებარებაში.
განყოფილების ფუნქციებია:
- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და მერის წარმომადგენელთა კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა და ორგანიზება;
- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობისათვის მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაცნობა;
- ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის ინფორმირებულობა განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შესახებ;
- მერის და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირების საჯარო შეხვედრების ორგანიზება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
- მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი
გიგა მამუკელაშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია
✆ - 555 18 56 00
✉ - giga.mamukelashvili@yahoo.com