ტურიზმის განვითარების განყოფილება

ტურიზმის განვითარების განყოფილება შედის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დაქვემდებარებაში.

ტურიზმის განვითარების განყოფილების ფუნქციებია:

  • უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების და დაცული ტერიტორიების, (ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა.) არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ღონისძიებების, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვათა შესახებ;
  • ტურიზმის სფეროში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელშეწყობა;
  • უშუალო მონაწილეობა მუნიციპალიტეტის შესახებ სარეკლამო – საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემაში, ასევე სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება – შეგროვებაში, ტურიზმის განვითარების პროექტების შემუშავებაში;
  • ტურისტული ობიექტების დაცვის ზონებში დადგენილი რეჟიმების მონიტორინგი;
  • მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი

 

 

დიანა ფხოველიშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია

 

✆ -  577 479970 
✉ - diana.pkhovelishvili@telavi.gov.ge 

Share page